Tuesday, December 23, 2014

► ვაქცინა ◄


ვაქცინა (ლათ. Vacca ძროხა, Vaccinus ძროხისა) — მიკრობებისაგან მიღებული პრეპარატი, რომლითაც ცრიან ადამიანებსა და ცხოველებს ინფექციურ დაავადებათა წინააღმდეგ აქტიური იმუნიტეტის შესაქმნელად. ვაქცინა პირველად 1796 წ. გამოიყენა ინგლისელმა ექიმმა ედუარდ ჯენერმა, რომელიც ყვავილით დაავადებისაგან დასაცავად ადამიანებს უცრიდა ძროხის ყვავილს (აქედან სახელწოდება ვაქცინა). განარჩევენ ცოცხალ, დახოცილ, ქიმიურ ვაქცინებსა და ანატოქსინს.
დახოცილ ვაქცინებს ამზადებენ ფიზიკური ან ქიმიური მეთოდებით დახოცილი მიკროორგანიზმებისგან. დახოცილ ვაქცინებს დაცვითი თვისებები ნაკლებად აქვთ გამოხატული, ამიტომ იმუნიტეტი ვითარდება მხოლოდ იმუნიზაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ.
ცოცხალ ვაქცინებს ამზადებენ სპეციალურად დასუსტებული მიკროორგანიზმების კულტურისგან, რასაც დაავადების გამოწვევა აღარ შეუძლია, მაგრამ გამრავლებისა და იმუნიტეტის გამომუშავების უნარი შენარჩუნებული აქვს. პირველი ცოცხალი ვაქცინა ჯილეხი (1881) და ცოფის (1885) წინააღმდეგ შექმნა ფრანგმა მეცნიერმა ლ. პასტერმა. 1926 წელს ფრანგმა მეცნიერებმა ა.კალმეტმა და კ.გერენმა შექმნეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა, რისმა გამოყენებამაც საგრძნობლად შეამცირა ტუბერკულოზით ავადობა.მრავალი ცოცხალი ვაქცინა მიიღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებმა: ბრუცელოზის, პარტახტიანი ტიფის, გრიპის წინააღმდეგ და სხვა. ზოგიერთი დაავადების დროს ვაქცინა ერთ-ერთი ეფექტიანი პრეპარატია. როგორც წესი, ცოცხალი ვაქცინის შემდეგ ორგანიზმში გამომუშავდება ხანგრძლივი იმუნიტეტი.

ქიმიური ვაქცინა ბაქტერიული უჯრედებისგან ქიმიური მეთოდებით მიღებული ნივთიერებაა, რომელსაც შენარჩუნებული აქვს იმუნიტეტის გამომწვევი ძირითადი კომპონენტები.ნაწლავთა ინფექციების საწინააღმდეგო ქიმიური ვაქცინების გამოყენება პირველად დაიწყეს 1941 წელს პოლივაქცინის სახით.ქიმიურ ვაქცინებს იყენებენ B პარატიფის, მუცლის ტიფის, რიკეტსიოზების წინააღმდეგ, ანატოქსინების შეყვანის შემდეგ. იმუნიტეტის განვითარება დაკავშირებულია სისხლში ანტისხეულების გაჩენასთან, რომლებიც ანეიტრალებენ ამა თუ იმ ტოქსინის მოქმედებას. ანატოქსინი პირველად მიიღო ფრანგმა მეცნიერმა გ.რამონმა 1923-26 წლებში.
ვაქცინა შეიძლება დამზადდეს ერთი ინფექციის გამოწვევისგან - ე. წ. მონოვაქცინა, ან ორი ან მეტი გამომწვევი კომბინაციით - პოლივაქცინა. პოლივაქცინის გამოყენებისას იმუნიტეტი გამომუშავდება ერთდროულად რამდენიმე ინფექციისადმი. ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის წესი სხვადასხვაგვარია : ცოცხალი ვაქცინის შეყვანის დროს ეს წესი მიკრობის ორგანიზმში მოხვედრის ბუნებრივ გზებთანაა დაკავშირებული- მაგ: პოლიომილეტის ვაქცინა შეჰყავთ პირიდან,გრიპის-ცხვირის ღრუდან, ყვავილის, ჯილეხისა და ტულარემიის - კანის ზედაპირიდან, ბრუცელოზის - კანიდან. დახოცილი ვაქცინები და ანატოქსინი შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთებში. ცოფის სამკურნალოდ იყენებენ ცოცხალ ვაქცინას, რაც ამ სასკივდილო დაავადებისგან ადამიანის დაცვის ერთადერთი საშუალებაა. სტაფილოკოკით ან სტრეპტოკოკით გამოწვეული ზოგიერთი ქონიკული ანთებითი დაავადების სამკუნრალოდ იყენებენ ავტოვაქცინებს.
ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადებისა და კლასიფიკაციის პრინციპი იგივეა, რაც სამედიცინო ვაქცინისა. სავეტერინარო პრაქტიკაში იხმარება შემდეგი ცოცხალი ვაქცინები: ჯილეხის წინააღმდეგ, ღორის წეთელი ქარის წინააღმდეგ, ბრუცელოზის, აგრეთვე ქათმის ქოლერის და ყვავილის დაავადებათა წინააღმდეგ.დახოცილ ვაქცინას იყენებენ ცხოველის 20-ზე მეტი დაავადების პროფილაქტიკასა და მკურნალობისთვის. ზოგიერთი ვაქცინა პირველად საქართველოში მიიღეს. მაგალითად ა.თოიძემ მიიღო თხის ფსევდომონოზური მასტიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, ასევე ალუმინის ჰიდროჟანგის ფორმოლვაქცინა.








Tuesday, December 2, 2014

ძლიერი ქარი


ძ ლ ი ე რ ი   ქ ა რ ი
         ხომ ლამაზია? ეს სურათი შეიძლება ლამაზად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქარი, მით უმეტეს ძლიერი, არც თუ ისე ლამაზი სანახავია. მოდით, ახლა განვიხილოთ ძლიერი ქარი შემდეგი საკითხების მიხედვით:
რა არის ძლიერი ქარი?
►რა უარყოფითი თვისებები აქვს ამ სტიქიურ მოვლენას?
►რა დადებითი თვისებები აქვს მას?
►როგორ დავიცვათ თავი ძლიერი ქარისგან.

ახლა კი დავიწყოთ:
1) რა არის ძლიერი ქარი?

ქარი ეწოდება ატმოსფეროში დედამიწის ზედაპირის პარალელურად მოძრავ ჰაერს. ეს ყველაფერი კი გამოწვეულია ატმოსფეროში წნევის განაწილების გამო. შესაბამისად - ძლიერი ქარი ეწოდება ჰაერის მასების უფრო სწრაფ მოძრაობას ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში.




(ამ სურათზე): ცირკულარული პროცესები რომელსაც მოყვება ქართწარმოქმნა.                                                            
2) რა უარყოფითი თვისებები მოაქვს ამ მოვლენას?   

      ძლიერი ქარის უარყოფით თვისებებზე, შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ. ასე რომ, აქ რამდენიმეს ჩამოვთვლი:
      პირველ რიგში - ადამიანის დაზიანების საშიშროება;
ძლიერი ქარის დროს ქუჩაში სიარული, ადამიანისთვის შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს. ასევე - ხეების წაქცევა სკვერებში, სამანქანო გზებზე, მცენარეულობის დაზიანება, დიდი ტალღების წარმოქმნა და ა.შ.
     
საინტერესო სურათები:  




 3) რა დადებითი თვისებები აქვს მას?
  
   ქარს არც თუ ისე ბევრი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ ასეა თუ ისე - აქვს. ქარის დადებით თვისებებში შედის:
   ►ნოტიო ჰაერის მასების "გადატანა" ოკეანიდან (ან ზღვიდან). _ ეს ქარის თვისება ძალიან მნიშვნელოვანია ნოტიო ჰაერის მოყვარული მცენარეებისთვის. 
   ►ენერგიის წარმოქმნა _ როგორც იცით დღესდღეისობით ელექტროენერგია ჩვენს ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს _ ქარი კი ენერგიის წარმოქმნის ერთ-ერთი საშუალებაა. ბევრ ქვეყანას ქარიან ადგილებში აგებული აქვთ ტურბინები. ქარი ატრიალებს ამ ტურბინებს და წარმოიქმნება ენერგია, რომლებიც სადგურებს მიეწოდება და მუშავდება, და გარდაიქმნება ელექტროენერგიად, რომელიც შემდეგ მიდის მომხმარებელთან.
     

(ქარი ზღვიდან ნოტიო ჰაერს აგზავნის ხმელეთისკენ, რითაც "მარაგდებიან" იქვე მდებარე მცენარეები);
(ქარი ამოძრავებს ტურბინებს);

4) როგორ დავიცვათ თავი ძლიერი ქარისგან?
         
      ქარისგან თვის დასაცავად საჭიროა დავიცვათ რამდენიმე წესი:
►არასოდეს გავიდეთ ძლიერ ქარში სახლიდან გარეთ!; 
►უკიდურეს შემთხვევაში, თუ გარეთ ძლიერი ქარის დროს გახვალთ - არასოდეს არ წაიღოთ თან ქოლგა! რადგან შესაძლოა ქოლგის დიდი ფართობის გამო ქარმა აგისროლოთ;
►ვუფრთხილდეთ ხეებს ქარის დროს - ხის დაცემისგან თავის ასარიდებლად;
►არასოდეს არ გავიდეთ გარეთ მანქანით ძლიერ ქარში იმის გამო რომ ფეხით გვეშინია - იმიტომ რომ, მანქანაზე ხის დაცემა უფრო შესაძლებელია ვიდრე ფეხით სიარულის დროს. 
►თუ გარეთ ძლიერმა ქარმა მოგისწროთ თავი შეაფარეთ დახურულ შენობებს და არა კორპუსის სადარბაზოებს, რადგან აქ ქარს ერთი შემოსასვლელი აქვს, რაც იწვევს ქარის ძლიერ ქროლვას, რომელმაც შესაძლოა ზიანი მოგაყენოთ!!!

და დასასრულისთვის:

ძლიერი ქარი ზოგჯერ წარმოქმნის ტორნადოს, რომელიც ძალიან საშიში მოვლენაა. რაც მას შეხვდება, ყველაფერს ანგრევს! აი ვიდეოც:


ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა :D

გმადლობთ ყურადღებისთვის!!!
"www.stiqiurimovlenebibyotar.blogspot.com" -ს ადმისტრაცია.