ძ ლ ი ე რ ი ქ ა რ ი
ხომ ლამაზია? ეს სურათი შეიძლება ლამაზად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქარი, მით უმეტეს ძლიერი, არც თუ ისე ლამაზი სანახავია. მოდით, ახლა განვიხილოთ ძლიერი ქარი შემდეგი საკითხების მიხედვით:
►რა არის ძლიერი ქარი?
►რა უარყოფითი თვისებები აქვს ამ სტიქიურ მოვლენას?
►რა დადებითი თვისებები აქვს მას?
►როგორ დავიცვათ თავი ძლიერი ქარისგან.
ახლა კი დავიწყოთ:
1) რა არის ძლიერი ქარი?
ქარი ეწოდება ატმოსფეროში დედამიწის ზედაპირის პარალელურად მოძრავ ჰაერს. ეს ყველაფერი კი გამოწვეულია ატმოსფეროში წნევის განაწილების გამო. შესაბამისად - ძლიერი ქარი ეწოდება ჰაერის მასების უფრო სწრაფ მოძრაობას ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში.
ქარი ეწოდება ატმოსფეროში დედამიწის ზედაპირის პარალელურად მოძრავ ჰაერს. ეს ყველაფერი კი გამოწვეულია ატმოსფეროში წნევის განაწილების გამო. შესაბამისად - ძლიერი ქარი ეწოდება ჰაერის მასების უფრო სწრაფ მოძრაობას ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში.
2) რა უარყოფითი თვისებები მოაქვს ამ მოვლენას?
ძლიერი ქარის უარყოფით თვისებებზე, შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ. ასე რომ, აქ რამდენიმეს ჩამოვთვლი:
პირველ რიგში - ადამიანის დაზიანების საშიშროება;
ძლიერი ქარის დროს ქუჩაში სიარული, ადამიანისთვის შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს. ასევე - ხეების წაქცევა სკვერებში, სამანქანო გზებზე, მცენარეულობის დაზიანება, დიდი ტალღების წარმოქმნა და ა.შ.
საინტერესო სურათები:
3) რა დადებითი თვისებები აქვს მას?
ქარს არც თუ ისე ბევრი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ ასეა თუ ისე - აქვს. ქარის დადებით თვისებებში შედის:
►ნოტიო ჰაერის მასების "გადატანა" ოკეანიდან (ან ზღვიდან). _ ეს ქარის თვისება ძალიან მნიშვნელოვანია ნოტიო ჰაერის მოყვარული მცენარეებისთვის.
►ენერგიის წარმოქმნა _ როგორც იცით დღესდღეისობით ელექტროენერგია ჩვენს ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს _ ქარი კი ენერგიის წარმოქმნის ერთ-ერთი საშუალებაა. ბევრ ქვეყანას ქარიან ადგილებში აგებული აქვთ ტურბინები. ქარი ატრიალებს ამ ტურბინებს და წარმოიქმნება ენერგია, რომლებიც სადგურებს მიეწოდება და მუშავდება, და გარდაიქმნება ელექტროენერგიად, რომელიც შემდეგ მიდის მომხმარებელთან.
(ქარი ზღვიდან ნოტიო ჰაერს აგზავნის ხმელეთისკენ, რითაც "მარაგდებიან" იქვე მდებარე მცენარეები);
(ქარი ამოძრავებს ტურბინებს);
4) როგორ დავიცვათ თავი ძლიერი ქარისგან?
ქარისგან თვის დასაცავად საჭიროა დავიცვათ რამდენიმე წესი:
►არასოდეს გავიდეთ ძლიერ ქარში სახლიდან გარეთ!;
►უკიდურეს შემთხვევაში, თუ გარეთ ძლიერი ქარის დროს გახვალთ - არასოდეს არ წაიღოთ თან ქოლგა! რადგან შესაძლოა ქოლგის დიდი ფართობის გამო ქარმა აგისროლოთ;
►ვუფრთხილდეთ ხეებს ქარის დროს - ხის დაცემისგან თავის ასარიდებლად;
►არასოდეს არ გავიდეთ გარეთ მანქანით ძლიერ ქარში იმის გამო რომ ფეხით გვეშინია - იმიტომ რომ, მანქანაზე ხის დაცემა უფრო შესაძლებელია ვიდრე ფეხით სიარულის დროს.
►თუ გარეთ ძლიერმა ქარმა მოგისწროთ თავი შეაფარეთ დახურულ შენობებს და არა კორპუსის სადარბაზოებს, რადგან აქ ქარს ერთი შემოსასვლელი აქვს, რაც იწვევს ქარის ძლიერ ქროლვას, რომელმაც შესაძლოა ზიანი მოგაყენოთ!!!
და დასასრულისთვის:
ძლიერი ქარი ზოგჯერ წარმოქმნის ტორნადოს, რომელიც ძალიან საშიში მოვლენაა. რაც მას შეხვდება, ყველაფერს ანგრევს! აი ვიდეოც:
ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა :D
გმადლობთ ყურადღებისთვის!!!
"www.stiqiurimovlenebibyotar.blogspot.com" -ს ადმისტრაცია.
No comments:
Post a Comment