Wednesday, February 4, 2015

ყინვა (ყინული) და თოვლი

ამ სტატიაში გაეცნობით

►რა არის და როგორ ჩნდება ყინული;
►რა არის თოვლი;
►რა საშიშროება ახლავს თოვლსა თუ ყინულს;
►როგორ დავიცვათ თავი თოვლისა თუ ყინულის მიერ გამოწვეული საშიშროებებისაგან;

                               

                             ► რა არის ყინული? ◄
ყინული - იგივე წყალია, მხოლოდ - მყარ აგრეგატულ მდგომარეობაში. წყალი ყინულად იმ შემთხვევაში გადაიქცევა, თუ ტემპერატურა ნულ გრადუსზე მცირეა - ანუ ყინვაა. შესაბამისად, ყინულს ხშირად შევხვდებით ზამთარში. ყინული სიმყარის გამო დიდ საშიშროებას წარმოადგენს. ამას კი დაწვრილებით ქვემოთ განვიხილავთ. 
                            


                         
                              ► რა არის თოვლი? 
        თოვლი ეს არის ატმოსფერული ნალექის სახე, რომელსაც კრისტალიზებული წყლის ყინულის ფორმა აქვს და მრავალი ფიფქისაგან შედგება. თოვლს ღია და შესაბამისად რბილი სტრუქტურა აქვს.


 (მიკროსკოპით დანახული თოვლის ფიფქი)

      ► რა საშიშროება ახლავს თოვლსა თუ ყინულს
       თოვლი და ყინული ყველაფერთან ერთად საშიშიცაა; მიაქციეთ ყურადღება შემდეგ ჩამონათვალს: 
   1) ზვავი;     
   2) "კისრის მოტეხვა ☺" (ფეხის აცურება) ;
   3) ყინულის ვარდნა;
   4) ყინულის ჩატეხვა;
   5) თოვლში ჩაფლობა;
   
     ყოველივე ეს ძალიან საშიშია და შემდეგ ეტაპზე თითოეულ მათგანს განვიხილავთ, ასევე მოვიყვანთ მათგან თავდაცვის საშუალებებს;


►როგორ დავიცვათ თავი თოვლისა თუ ყინულის მიერ გამოწვეული საშიშროებებისაგან
1) ზვავის დროს ვეცადოთ მოვძებნოთ სამკუთხა ქვა, რომლის ბოლოც "გაჭრის" თოვლის მასას, უმეტეს შემთხვევაში კი გადარჩენა შეუძლებელია ☺ ☺ ☺;
2) შეიძლება ითქვას, თუ "კისერი მოვიტეხეთ" მერე ვერაფერს ვუშველით, რადგან ეს მოულოდნელი მოვლენაა. ამიტომ ჯობს უბრალოდ ფრთხილად ვიაროთ ყინულზე/თოვლზე და გვეცვას წაწვეტებული ფეხსაცმელი;
3) ცივ, თოვლიან დღეებში, გირჩევთ კორპუსებთან/სახლებთან ახლოს არ იაროთ, ან თუ ივლით ყურადღებით იყავით, ყინულის ლოლოს გამო ნუ გამოეთხოვებით სიცოცხლეს ☺ ☺;
4) თუ რომელიმე ტბა ზამთარში გაიყინა, დააკვირდით ყინულის სისქეს, ნუ დაიწყებთ მაშინვე "სრიალს", რადგან შესაძლოა ყინული ჩატყდეს! ამ შემთხვევაში კი გარანტიას გაძლევთ, დახრჩობა გარანტირებულია! ☺;
5) ფრთხილად იყავით თოვლში ყოფნის დროს, ზოგ ადგილას შესაძლოა თოვლი ღრმა ადგილის ზემოთ იდოს, ამ შემთხვევაში კი შესაძლოა თოვლში ჩაეფლოთ. შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ღრმა თოვლიც საშიშია! 
                          "ჭირი იქა, ლხინი აქა,
 ქატო იქა, ფქვილი აქა !"☺ 



-მერვე კლასის "კლასის" საათი-
-otoprodiashvili@gmail.com-
*ოთარ ფროდიაშვილი*
ALL RIGHTS RESERVED







No comments:

Post a Comment