Tuesday, February 10, 2015

კანი

1) კანი;

2) დაავადებები და მათი მკურნალობა;

                                                                                           
კანი (ლათ. cutis) – ადამიანისა და ცხოველების სხეულის ზედაპირული საფარველი. კანი შედგება ორი ნაწილისაგან — ეპიდერმისისა და დერმისანუ კორიუმისაგან, რომლებიც ერთიმეორისაგან ბაზალური მემბრანით არიან გამიჯნული. კანის უმთავრესი ფუნქცია არის შეინარჩუნოს ორგანიზმის ჰომეოსტაზი გარემოს ყოველდღიური ზემოქმედების მიუხედავად. იგი ქმნის ბარიერს სხეულის სითხეებისთვის და იცავს ქვეშ მდებარე ქსოვილებს მიკროორგანიზმების, მავნე ნივთიერებებისა და რადიაციის მოქმედებისაგან. იგი ახდენს ვიტამინ D-ს სინთეზს. თმა,ფრჩხილებიბრჭყალებიბეწვიოფლის და ქონის ჯირკვლები კანის დანამატებია. კანი და კანის დანამატები ასაკთან ერთად ცვლილებებს განიცდიან. ადამიანის კანი სხეულის ყველაზე მძიმე ორგანოა, რომელზეც მოდის სხეულის წონის დაახლოებით 16 პროცენტი და ფარავს 1,2-დან 2,3 კვადრატულ მეტრ ფართობს. იგი შეიცავს სამ შრეს ეპიდერმისს, დერმას(საკუთრივ კანს) და კანქვეშა ქსოვილებს. ყველაზე ზედაპირული შრე ეპიდერმისი თხელია, მოკლებულია სისხლძარღვებს და იყოფა ორ შრედ: მკვდარი კერატიზებული უჯრედებისგან შემდგარ გარეთა რქოვან შრედ და შიდა უჯრედულ შრედ, სადაც მელანინი და კერატინი ფორმირდება. ეპიდერმისის ქვედა შრიდან ზედასკენ მიგრაციას დაახლოებით 1 თვე ესაჭიროება. ეპიდერმისის კვება ქვეშმდებარე დერმაზე. დერმა კარგად მარაგდება სისხლით. იგი შეიცავს შემაერთებელ ქსოვილს, ქონის ჯირკვლებს, საოფლე ჯირკვლებს და თმის ფოლიკულებს. ის ქვემოთ ერწყმის კანქვეშა ქსოვილს ან ადიპოზურ ქსოვილს. ნორმალური კანის ფერი დამოკიდებულია ოთხძირითად პიგმენტზე: მელანინი, კაროტინიოქსიჰემოგლობინი და დეოქსიჰემოგლობინი. მოყავისფრო პიგმენტ მელანინის რაოდენობა გენეტიკურად დეტერმინირებულია და იზრდება მზის სხივების ზემოქმედებით. კაროტინი არის ოქროსფერ-ყვითელი პიგმენტი, რომელიც უხვად არის წარმოდენილი კანქვეშა ცხიმში და ისეთ უბნებში, როგორიცაა ხელისა და ფეხის გულები.



ძირმაგარა ანუ ფურუნკული. ფურუნკული - ეს არის თმის ბუდისა და ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთება. იგი ვითარდება თმიან ადგილებში, სადაც უხვადაა საოფლე ჯირკვლები. ძირმაგარა წარმოიქმნება ისეთ ადგილებზე, რომლებიც მუდმივად მექანიკურად ღიზიანდებიან (კისრის უკანა ზედაპირი, იღლიის ფოსო, წელის არე, ბარძაყის შიგნითა ზედაპირი და სხვა). დაავადების განვითარებას ხელს უწყობს კანის დაბინძურება და მცირე ტრავმები. ფურუნკულის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის დამცველი ძალის დაქვეითება, რასაც ქრონიკული დაავადებები - მაგალითად, დიაბეტი - უწყობენ ხელს. ქრონიკული დაავადებებისა და მიკროტრავმების გარდა არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომელთაც ფურუნკულის განვითარება შეიძლება მოჰყვეს:
1. ჰიგიენური წესების არასაკმარისად დაცვა, 2. მომატებული ოფლიანობა, 3. მოზარდობის ასაკი და სხვა. სხვათა შორის ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ თუ ერთი ფურუნკული გაუჩნდა ადამიანს, მაშინ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მას კიდევ (აუცილებლად) რამდენიმე ფურუნკული უნდა გაუჩნდეს (როგორც წესი, ასახელებენ შვიდ ან ცხრა ფურუნკულს). ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, ძალიან ადვილია (რა თქმა უნდა, ჰიგიენის პირობების დაუცველობის შემთხვევაში) ჩირქოვანი ინფექციის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა და სწორედ ეს იწვევს რამდენიმე ფურუნკულის გაჩენას. კატეგორიულად არის აკრძალული ფურუნკულის გამოწურვა თითებით! განსაკუთრებით მაშინ, თუ ის სახის ან თავის მიდამოშია ლოკალიზებული. თუმცა არის შემთხვევები, როცა ადამიანის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე ფურუნკული ჩნდება, ან ფურუნკული თითქოს უმიზეზოდ ხშირად ჩნდება და ის ძნელად ემორჩილება მკურნალობას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რადგან ზემოთ აღწერილი შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტის ნიშანი. ეს უკანასკნელი კი სერიოზულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს. საერთოდ, ფურუნკული მსუბუქი დაავადებაა და ავადმყოფის ორგანიზმში მნიშვნელოვან ზოგად ცვლილებებს არ იწვევს. ძირმაგარის სამკურნალოდ ხალხური საშუალებებიც არსებობს, მაგრამ მისი ზოგიერთი მდებარეობის შემთხვევაში შესაძლებელია მდგომარეობა დამძიმდეს. სახის, განსაკუთრებით ზედა ტუჩის ფურუნკული მეტად მძიმედ მიმდინარეობს. ამ დროს ინფექცია სახის სისხლძარღვებით შეიძლება თავის ტვინისკენ გავრცელდეს და მენინგიტი გამოიწვიოს. ფურუნკულიანი ავადმყოფის მკურნალობა საჭიროა ქირურგის მეთვალყურეობით სამედიცინო დაწესებულებაში. ფურუნკულის დროს ოპერაცია პრაქტიკულად არ კეთდება, მაგრამ სახის გართულებული ფურუნკულის დროს შესაძლებელია ოპერაციული ჩარევის საკითხი დადგეს, რომლის საჭიროებაც მკვეთრად ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს ქირურგმა. 
კარბუნკული (ლათინურიდან "კარბუნკულუს" - სიტყვასიტყვით "ნახშირი") - თმის ბუდეებისა და ცხიმოვანი ჯირკვლების ირგვლივი კანისა და კანქვეშა უჯრედისის მწვავე ჩირქოვან-ნეკროზული ანთებაა. ამ დროს ანთებითი პროცესი ღრმად მდებარე ქსოვილებზე ვრცელდება და დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. ჩვეულებრივ, კარბუნკული კისრის უკანა მხარეს, სახეზე, წელზე, ზურგზე და დუნდულა კუნთებზე ლოკალიზდება. ფურუნკულის მსგავსად კარბუნკულიც ყველაზე ხშირად კანის იმ ადგილების დაბინძურებისას ჩნდება, რომელიც ტანსაცმლით მექანიკურად ზიანდება. კარბუნკულის წარმოქმნასა და განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის გამოფიტვა, შაქრიანი დიაბეტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და თირკმელების ნორმალურად ფუნქციონირების დარღვევა, ავიტამინოზი. კარბუნკულს თან სდევს ორგანიზმის ინტოქსიკაცია (მოშხამვა), მაღალი ტემპერატურა, მძიმე შემთხვევებში - ღებინება, გონების დაკარგვა. სწორედ ამიტომ კარბუნკულის მკურნალობა, რომელშიც ძალიან ხშირად (პრაქტიკულად ყოველთვის) ოპერაციის გაკეთებაც იგულისხმება, ქირურგიულ სტაციონარში უნდა მიმდინარეობდეს.
პროფილაქტიკა. ფურუნკულის, ისევე როგორც კარბუნკულის შემთხვევაში პროფილაქტიკა კანისა და თეთრეულის ჰიგიენური წესების დაცვაში მდგომარეობს. გარდა ამისა, აუცილებელია, წელიწადში ერთხელ მაინც ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტი იმისათვის, რომ მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ისეთი მძიმე დაავადებების არსებობა, რომელთა ნიშანიც ზემოთ აღნიშნული ორი დაავადება შეიძლება იყოს.
პიოდერმია (ბერძ. "პიონ" - ჩირქი, "დერმა" - კანი) - ეს კანის ჩირქოვანი დაზიანებაა, რომელიც მასში ჩირქის წარმომქმნელი ბაქტერიების ჩანერგვით წარმოიქმნება. პიოდერმია კანის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. არსებობს მისი რამდენიმე ფორმა, თუმცა ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანს განვიხილავთ. პიოდერმიის დროს, როგორც წესი, უფრო ხშირად კანის ზედაპირი ზიანდება. სტაფილოდერმიისას (პიოდერმია, რომელსაც სტაფილოკოკი იწვევს) ანთებითი პროცესი ლოკალიზდება თმის ფოლიკულებში და ცხიმოვან ჯირკვლებში, მაგრამ ფურუნკულისა და კარბუნკულისგან განსხვავებით პროცესი უფრო ზედაპირულია.  დაჩირქებული ადგილი ზომით ოსპის მარცვლისოდენა ხდება, რომლის ცენტრში თმის ღერი ჩანს. ზოგჯერ ეს პროცესი თმის ჩაბრუნებაში, ფურუნკულში ერევათ. პიოდერმია შეიძლება ჯანმრთელ კანზეც წარმოიქმნას ან რომელიმე დაავადების (ცენტრალური ნერვული სისტემისა და შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი და სხვა) გართულებაც იყოს. ხშირ შემთხვევაში ქრონიკულად მიმდინარე და მკურნალობას ძნელადდამორჩილებადი პიოდერმია (სტრეპტო და სტაფილოკოკების მიერ გამოწვეული) შეიძლება შაქრიანი დიაბეტის ან სხვა რომელიმე სერიოზული დაავადების ნიშანიც იყოს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, ამა თუ იმ პრობლემის გაჩენისთანავე არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი. დროულად დაწყებული მკურნალობა მრავალ პრობლემას აგაცილებთ თავიდან.

ფსორიაზი - გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ამის გამო, შეუძლებელია ამ დაავადების სრულად განკურნება. მაგრამ თუ პაციენტი ჩაიტარებს მედიკამენტოზურ მკურნალობას, დაიცავს დიეტას, ფსორიაზი არ გამწვავდება. შესაძლებელია პროცესის შეჩერება და ავადმყოფი თითქმის განკურნებულად ჩათვლის თავს. ურჩი პაციენტების შემთხვევაში კი, როგორც ხალხშია გავრცელებული მოსაზრება, ფსორიაზი მოურჩენელი დაავადებაა.
ფსორიაზი შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერი სქესისა და ასაკის ადამიანში. დღეს ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომ არსებობს რიგი ხელშემწყობი ფაქტორები, რის საფუძველზეც თავს იჩენს ეს დაავადება. საქართველოში მისი გამოვლინება უმთავრესად სტრესის ფონზე ხდება. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ცხინვალისა და განსაკუთრებით, აფხაზეთის ომის შემდეგ ხშირი იყო კანის ამ დაავადების გამოვლინება იმ პაციენტებში, რომელთაც ამ დრომდე მსგავსი რამ არ ჰქონიათ.
სამედიცინო ლიტერატურის თანახმად, აღნიშნული დაავადება საზღვარგარეთ, უმთავრესად, საფრანგეთსა და ამერიკაშია გავრცელებული. ამერიკაში მის წარმოშობას ხორცით კვებას უკავშირებენ, საფრანგეთში კი – ჭარბი სასმელის მიღებას.
ფსორიაზი მემკვიდრეობითაც გადადის, თუ დედ-მამა ამ დაავადების მატარებელია, შვილზე მისი გადასვლის შესაძლებლობა გაცილებით დიდია. ფსორიაზი ორსულობის დროსაც შეიძლება დამოუკიდებლად გამოვლინდეს, მშობიარობის შემდეგ კი პაციენტს სრულად გაუქრეს. ანუ ზუსტად წარმოშობის მექანიზმი არაა ცნობილი.
კანის დაავადება     დაავადება ძირითადად ვლინდება მოწითალო ფერის ლაქებისა და პაპულების სახით (პატარა გამონაყარი), რომელთაც ქერქი, სქელი ფენის სახით, ისე სწრაფად უჩნდებათ, რომ პაციენტმა და, მითუმეტეს, ექიმმა შეუძლებელია მისი ნახვა მოასწროს. ცხადია, ავადმყოფი ექიმთან მალე არ მიდის. ქავილი კი მაშინ მიმდინარეობს, როცა პროგრესირებს თვითონ დაავადება.
ლაქები და პაპულები ნელ-ნელა იზრდება, შეიძლება გაერთიანდეს, ხოლო ქერქი, რომელიც ქატოსებრია, შეიძლება ჩამოიფცქვნას. მოგვიანებით შუაში ჩნდება რგოლები, რომლებიც გაიშლება, ერთმანეთს შეუერთდება და რვაკუთხედის, გვირილის, ან სხვადასხვა ფორმებს იღებს. ის შეიძლება მოედოს მთელ ორგანიზმს, განსაკუთრებით კი იმ ადგილებს, სადაც კონტაქტი მეტია: იდაყვებზე, მუხლებზე, თმიან არეში… შეიმჩნევა წარბების, ფრჩხილების დაზიანება… შეიძლება გამოიწვიოს სახსრების მწვავე ტკივილი.
დაავადება გადამდები არ არის. პაციენტების ნაწილს ის ზამთარში, ან ზაფხულში უმწვავდებათ. იშვიათადაა შემთხვევები, როცა დაავადება მთელი წლის განმავლობაში ვლინდება. ცხადია, შესაძლოა ამ პერიოდში საერთოდ არ გაქრეს ეს ელემენტები, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი უკვე ნაკლებად აღიქვამს მას. შესაბამისად, მას ზაფხულის, ან ზამთრის ფსორიაზს ვუწოდებთ.
ფსორიაზის მკურნალობა - მკურნალობა აუცილებლად დიეტით უნდა დავიწყოთ, მოვაწესრიგოთ კვება. გამოირიცხოს ალკოჰოლი, მწარე, მჟავე, ხორცი კი – ნაკლებად მივიღოთ. პაციენტებს ამ დროს ვუნიშნავთ ღვიძლის პროტექტორს. შესაბამისად, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ღვიძლის მოვლაზე. ამასთან, არსებობს მალამოები, რომლის შემცველობა ქერქის დარბილებასა და მოცილებას იწვევს.
თანამედროვე მკურნალობაში არის ძალიან კარგი პრეპარატების ნაკრები, რომელიც მოქმედებს და გარეგნულად კარგად ასუფთავებს კანს. თუ ამას შინაგანად მიეხმარება ადამიანი, დაიცავს დიეტას, მიიღებს ამ პრეპარატებს, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარგად იქნება. მყავს რამდენიმე პაციენტი, რომლებიც აღნიშნულ წესებს სრულად იცავენ.
ფსორიაზით დაავადებული პაციენტებისთვის კარგია ზღვა, წყლის აბაზანების მიღება, კარგად მოქმედებს გოგირდოვანი აბანოები. მკურნალობის ასეთი მეთოდის ჩატარებისას ადამიანები თავისუფლდებიან, შესაბამისად, ნაკლებად მწვავდება ფსორიაზიც.





1 comment:

  1. ჰერპესი არის სერიოზული და განმეორებადი დაავადება, რომელსაც ამერიკელი ექიმების მიერ მედიკამენტებით ან ინექციების საშუალებით ვერ განკურნება, მაგრამ ჰერპესთან გამკლავების საუკეთესო გზა არის სამკურნალო მცენარეების სამკურნალო მედიცინის მიღება მუდმივი მკურნალობისთვის. მე აქ ვარ დაფასებული დოქტორი ჯეიმსი მისი გამოყენებისთვის. მცენარეული წამალი ჩემი ჰერპესის ვირუსის სამკურნალოდ. დაახლოებით 3 წელი და 6 თვეა, რაც ამ ვირუსით ვცხოვრობ და ეს ჩემთვის ნამდვილად სერიოზული პრობლემა იყო, მე იმდენად დაბნეული ვიყავი, რომ რამდენიმე წამალს სამკურნალოდ ვიღებდი, მაგრამ მთელი ჩემი მცდელობა უშედეგო იყო, ერთ დილას ინტერნეტის საშუალებით ვიჯექი, შემდეგ დავინახე რამდენიმე ჩვენება იმის შესახებ, რომ ჯეიმსი კურნავდა ადამიანებს ჰერპესის ვირუსისგან / აივ და შიდსიდან და მაშინვე მე დავუკავშირდი ექიმ ჯეიმსს მის ელ.ფოსტაზე: drjamesherbalmix@gmail.com. მე მას ვუთხარი ჩემი პრობლემების შესახებ და მან მითხრა, რომ უნდა განკურნებულიყო. მან მომცა ინსტრუქციები და რასაც მე სწორად მივყევი, ამიტომ მან მოამზადა მცენარეული წამალი და გამომიგზავნა ის, რომელიც მე სამი კვირის განმავლობაში გამოვიყენე და განკურნებული ვიყავი. ყველაფერი ჩემთვის სიზმარი იყო და ჩემი ჰერპესი სამუდამოდ გაქრა. დოქტორ ჯეიმს გმადლობთ და იქნებ უფრო მეტი ძალა და სიბრძნე გქონდეთ უფრო მეტი განკურნებისთვის. არ ვიცი, არსებობს თუ არა ადამიანი, რომელიც დაავადებულია ჰერპესის ვირუსით, ან რაიმე სახის დაავადებებით, LIKE ... დიაბეტები, კიბო, აივ / შიდსი, ჰერპესი, ჰეპატიტის A&B, კარდიაკის დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, მოყვითალო, ეპილეფსია, ლუპუსი, ღერო, სპინალური ტორფი, ეგზემა, თირკმლის დაავადებები, ACME, უკანა პენი, დენგურიანი შიზოფრისი, პრესული, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, პრესული, ფისო დაუკავშირდით. ექიმ ჯეიმსს და გაათავისუფლეთ თქვენი დაავადებებისაგან, რადგან ის ძალიან კარგი და პატიოსანი მცენარეული ექიმია, ის ასევე ცნობილია, როგორც მცენარეული ფესვის ნათლიმამა. ახლავე დაუკავშირდით მას ელ.ფოსტით: drjamesherbalmix@gmail.com whatsapp ან დარეკეთ მასზე +2348152855846

    ReplyDelete