სურ 1.0 (იაპონიის დროშა)
სურ 1.1 (იაპონიის გერბი)
სურ 1.2 (იაპონია კოსმოსიდან)
აქ გაეცნობით შემდეგ საკითხებს:
► ეტიმოლოგია
► პოლიტიკური მოწყობა
► კონსტიტუცია
► საინტერესო ფაქტი
ეტიმოლოგია
ქვეყნის ქართული სახელწოდება „იაპონია“ არის ეგზონიმი, რომელიც ქართულში რუსული ენის გავლენითაა დამკვიდრებული (თვითონ რუსული სიტყვა Японияგერმანული ენიდან მომდინარეობს - გერმ. Japan), თუმცა ვოკალურად უფრო ფრანგულ Japon-ს ჰგავს.
იაპონელები საკუთარ ქვეყანას „ნიპონ“–ს ან „ნიჰონ“–ს უწოდებენ. ორივე ვარიანტი იწერება კანძის მეშვეობით — 日本. პირველი ვარიანტი ქვეყნის სახელწოდების ოფიციალური ფორმაა, სახელწოდება „ნიჰონ“ უფრო სახალხო ტერმინია. თვითონ იაპონელები საკუთარ თავს ნიჰონძინ–ს (იაპონ. 日本人) უწოდებენ, ხოლო ენას —ნიჰონგო–ს (იაპონ. 日本語). სახელმწიფოს ოფიციალური სახელია „ნიჰონ კოკუ“ ან „ნიპონ კოკუ“ (იაპონ. 日本国).
„ნიჰონ“ პირდაპირი თარგმანით ნიშნავს „მზის სამშობლოს“, ასევე ხშირად თარგმნიან, როგორც „ამომავალი მზის ქვეყანას“. ასე იხსენიებენ იაპონიას ჩინელები იაპონიის იმპერატორისა და ჩინური დინასტია სუისთან მიმოწერაში, რადგანაც იაპონია ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარეობს. მანამ, სანამ იაპონელებმა საკუთარ ქვეყანას „ნიჰონ“ უწოდეს, გავრცელებული იყო სახელწოდებები ვა (იაპონ. 倭) ან ვაგოკუ(იაპონ. 倭国).
სურ 1.3 ("იაპონია" იაპონურად)
პოლიტიკური მოწყობა
იაპონია კონსტიტუციური მონარქიის სახელმწიფოა, რომელშიც იმპერატორის ძალაუფლება ძალზედ შეზღუდულია. იაპონიის კონსტიტუციის თანახმად იმპერატორი არის "ქვეყნისა და ერის ერთიანობის სიმბოლო". ძალაუფლებას სახელმწიფოში ფლობს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი, ხოლო სუვერენიტეტს — იაპონელი ერი. იმპერატორი ეფექტურად მოქმედებს, როგორც სახელმწიფოსმეთაური დიპლომატიური საკითხების დროს..
იაპონიის საკონონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი. პარლამენტი შედგება წარმომადგენელთა პალატისგან და მრჩეველთა საბჭოსგან. წარმომადგენელთა პალატაში მსახურობს 480 დეპუტატი, ახლად არჩეული ყოველ ოთხ წელიწადში, ხოლო მრჩეველთა საბჭო შედგება 242 ადამიანისგან, რომლის წევრები ექვსი წლის ვადით ირჩევიან. ხმის მიცემაში და პარლამენტის არჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 20 წელზე უფროს ნებისმიერ ადამიანს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი არის ასევე მთავრობის ხელმძღვანელი. თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება იაპონიის იმპერატორის მიერ პარლამენტის მიერ პიროვნების დამტკიცების შემდეგ. იაპონიის პრემიერ-მინისტრი დღევანდელ დღეს არის ნაოტო კანი, რომელიც ამ პოსტზე2010 წლის 2 ივნისს აირჩა და გახდა იაპონიის 94–ე პრემიერ-მინისტრი. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად პრემიერ-მინისტრს იმპერატორი ნიშნავს, კონსტიტუციის თანახმად იმპერატორმა უნდა დაამტკიცოს ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც პარლამენტი წარადგენს.
იაპონიის საკანონმდებლო სისტემა განვითარდა ედოს პერიოდის დროს ტექსტ კუძიკატა ოსადამეგაკის მეშვეობით. XIX საუკუნეში იაპონიის კანონმდებლობამ განიცადა ევროპული კანონების ზეგავლენა. 1896 წელს იაპონიის მთავრობამ შექმნა ახალი სამოქალაქო კოდექსი გერმანული „Bürgerliches Gesetzbuch“-ის ბაზაზე. II მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის შესწორებებით თანამედროვე იაპონია სწორედ ამ კოდექსს იყენებს. იაპონიის სასამართლო სისტემა დაფუძნებულია ოთხ სასამართლო კიბეზე — უმაღლესსა და სამ უფრო დაბალ სასამართლოზე.
სურ 1.4 (იმპერატორი აკიჰიტო და დედოფალი მიტიკო)
კონსტიტუცია
იაპონიის კონსტიტუცია, ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფოს კონსტიტუცია (იაპონ. 日本國憲法, 日本国憲法, ნიჰონ-კოკუ კემპო:/ნიპონ-კოკუ კემპო:) იაპონიის სახელმწიფოს უმაღლესი კანონი. მიღებული იქნა 1947 წელს.
კონსტიტუციის თანახმად, იაპონიაში არის მთავრობის პარლამენტური სისტემა, და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების პატივისცემა და უზრუნველყოფა. კონსტიტუციის თანახმად იაპონიის იმპერატორია არის „სახელმწიფოს სიმბოლო და ხალხის ერთიანობის სიმბოლო“, თუმცა მას აკისრია სუფთა ცერომონიული და ნომინალური როლი. კონსტიტუცია ცნობილია რამდენიმე სხვადასხვა სახელით – მათ შორის „ომის შემდგომი კონსტიტუცია“ (სენგო-კენპო) და „მშვიდობის კონსტიტუცია“ (ჰეივა-კენპო). კონსტიტუციის მეცხრე მუხლი უკრძალავს იაპონიას საკუთარი ჯარის ყოლასა და ომის გამოცხადებას. გარდა ამისა, იაპონიის კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის დე-იურე მმართველი არის იმპერატორი.
კონსტიტუცია შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეების მიერ იაპონიის ოკუპაციისას და შეცვალა მილიტარისტების აბსოლუტური მონარქიული წყობა ლიბერალური დემოკრატიით. დღეისათვის იაპონიის კონსტიტუციაში არ იყო შეტანილი არც ერთი დამატება ან შესწორება.
სურ 1.5 (იაპონიის კონსტიტუციის პრეამბულა)
საინტერესო ფაქტი
► იაპონიის ჰიმნი (kimi ga yo/კიმი გა იო) ერთ-ერთი ყველაზე მოკლეა...
(იხ. ვიდეო)
No comments:
Post a Comment